"მისი ყიდვა არ გაბედოთ!" - "იუვეს" ქომაგებმა კლუბის პრეზიდენტი გააფრთხილეს

"მისი ყიდვა არ გაბედოთ!" - "იუვეს" ქომაგებმა კლუბის პრეზიდენტი გააფრთხილეს

რამდენიმე დღის წინ Calciomercato-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუვენტუსი" "ნაპოლიდან" ირვინ ლოსანოსა და კლუბის სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის გადაბირებას ეცდება.

Areanapoli-ს ცნობით, "ბიანკონერის" ქომაგები ამ გადაწყვეტილებას არ მიესალმებიან, რადგან სპორტული დირექტორის პოსტზე ალესანდრო დელ პიეროს ხილვა სურთ.

რაც შეეხება ლოსანოს, მას "იუვეს" ტიფოზები გადაფასებულ მოთამაშედ მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, მექსიკელი "პარტენოპეის" 2019 წელს პსვ-დან 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ლოსანომ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 38 მატჩი გამართა, თავი კი 4 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.