გილოცავთ, ლაშა ტალახაძე მეშვიდედ გახდა ევროპის ჩემპიონი [VIDEO]

ერევანში ძალოსანთა სალიცენზიო ევროპის ჩემპიონატზე +109 კგ. წონით კატეგორიაში 2 ქართველი ძალოსანი გამოვიდა.

ლაშა ტალახაძემ როგორც მოსალოდნელი იყო ბრწყინვალედ იასპარეზა და მკერდი კვლავ 3 ოქროს მედლით დაიმშვენა - ატაცი 222, აკვრა 252, ორჭიდი 474.

ბაქარ თურმანიძემ კი ატაცში 176 კგ. დასძლია და მე-4 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში თავი 216 კილოგრამს გაართვა და მე-7 ადგილზეა, ორჭიდში მოგროვილი 392 კილოგრამით კი მე-5 საფეხური ერგო.