ბრიტანული კლუბი მზადაა ზაფხულში გიორგი ჩაკვეტაძე შეიძინოს

ბრიტანული კლუბი მზადაა ზაფხულში გიორგი ჩაკვეტაძე შეიძინოს

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შოტლანდიური გუნდი ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ლიდერობს და "გენტიდან" მისი კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვეტილი აქვთ. თავის მხრივ, ბელგიური კლუბი "ჩაკვეს" სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ითხოვს.

"აბერდინი" შოტლანდიის პრემიერ ლიგაში 53 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და ამ ზაფხულს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე იჯარის წესით "სლოვანის" ღირსებას იცავს, 22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სლოვაკური გუნდის მაისურით 42 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 8 საგოლე პასით

გამოიჩინა.