ისტორიული დღე! საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრში მესამე ადგილოსანია

ისტორიული დღე! საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრში მესამე ადგილოსანია
კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის გერმანიას დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა

მოიგეს - ლაშა შავდათუაშვილმა, ლაშა ბექაურმა, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანმა

წააგეს - ეთერ ასკილაშვილმა, სოფიო სომხიშვილი

შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტებმა მონღოლები 4:2, ბრაზილიელები 4:3 დაამარცხეს, შემდეგ იაპონიასთან 1:4 დამარცხდნენ, რეპეშაჟში კი უზბეკებს 4:2 სძლიეს და ფინალურ ბლოკში გავიდნენ.