რატომ გადაეფარა "ქართული ოცნება" მოსამართლეებს და რა ხდება "პროცედურული ომის" მიღმა - "რეალურად, არც "ნაცმოძრაობის" ინტერესებში შედის კომისიის შექმნა"

რატომ გადაეფარა "ქართული ოცნება" მოსამართლეებს და რა ხდება "პროცედურული ომის" მიღმა - "რეალურად, არც "ნაცმოძრაობის" ინტერესებში შედის კომისიის შექმნა"

"ოც­ნე­ბა" სა­სა­მარ­თლო კლა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას გა­ნაგ­რძობს. სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში კო­რუფ­ცი­უ­ლი და სხვა სა­ხის სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის სა­კი­თხზე კენ­ჭისყრა კვრო­უ­მის არარ­სე­ბო­ბის გამო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ შედ­გა.

კენ­ჭისყ­რის და­წყე­ბამ­დე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მო­სა­მარ­თლე­ებს სო­ლი­და­რო­ბა კი­დევ ერთხელ გა­მო­უ­ცხა­და, რის შემ­დე­გაც რე­გის­ტრა­ცია მხო­ლოდ 52-მა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა გა­ი­ა­რა, კვო­რუ­მის­თვის კი პარ­ლა­მენ­ტის 76 წევ­რის დას­წრე­ბა იყო სა­ჭი­რო. სა­უ­ბა­რია პარ­ლა­მენ­ტში ჯერ კი­დევ ივ­ნი­სის თვე­ში ინი­ცი­რე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბა­ზე, რო­მე­ლიც სწო­რედ სა­სა­მარ­თლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში "რე­ფორ­მე­ბის ჯგუფ­მა“ და­ა­ი­ნი­ცი­რა.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის სა­კი­თხი პარ­ლა­მენ­ტში, აშშ-ის მიერ 4 ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლის სან­ქცი­რე­ბის შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­და.

ქვო­რუ­მი რომ ვერ შედ­გა, ამას ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მო­სა­მარ­თლე­თა სო­ლი­და­რო­ბის აქტი უწო­და. „ჩვენ მზად ვართ, ნე­ბის­მი­ერ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვი­ხი­ლოთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნა, მაგ­რამ ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ გან­ვი­ხი­ლავთ კო­ლექ­ტი­უ­რი „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ მიერ კო­მი­სი­ის შექ­მნას სა­სა­მარ­თლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვირს კრი­ა­ლო­სან­ზე კო­მი­სი­ას არ შე­ვაქ­მნე­ვი­ნებთ, ეს არის ჩვე­ნი პრინ­ცი­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცია... მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არ გა­ვი­ა­როთ რე­გის­ტრა­ცია კენ­ჭისყრამ­დე - ეს არის სო­ლი­და­რო­ბის აქტი ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მი­მართ. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმი­სათ­ვის, რომ ეს კო­მი­სია არ შე­იქ­მნას, სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ეს არის ჩვენ­თვის პრინ­ცი­პის სა­კი­თხი.“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.