"რუსული პარტია, რუსი ოლიგარქი და ჯალათეა - თეა წულუკიანი, პირადად არიან პასუხისმგებლები იმ ვანდალიზმზე, რასაც გელათში სჩადიან" - ლევან ხაბეიშვილი

"რუსული პარტია, რუსი ოლიგარქი და ჯალათეა - თეა წულუკიანი, პირადად არიან პასუხისმგებლები იმ ვანდალიზმზე, რასაც გელათში სჩადიან" - ლევან ხაბეიშვილი

WHW-მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, კი­დევ ერთი ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, რომ რუ­სუ­ლი პარ­ტია, რუსი ოლი­გარ­ქი და ჯა­ლა­თეა - თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, პი­რა­დად არი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი იმ ვან­და­ლიზ­მზე, რა­საც გე­ლათ­ში სჩა­დი­ან! - გე­ლათ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე დუ­მი­ლი და­ნა­შა­უ­ლია! - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მი­სი­ვე თქმით, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნის მზა­ო­ბას კი­დევ ერთხელ გა­მოთ­ქვამს.

"გრძელ­დე­ბა გე­ლა­თის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბა. WHW-მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, კი­დევ ერთი ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, რომ რუ­სუ­ლი პარ­ტია, რუსი ოლი­გარ­ქი და ჯა­ლა­თეა - თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, პი­რა­დად არი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი იმ ვან­და­ლიზ­მზე, რა­საც გე­ლათ­ში სჩა­დი­ან! სა­უ­კუ­ნის და­ნა­შა­უ­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი უთავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის მტრე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებთ მზა­ო­ბას, ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ უზ­რუნ­ველ­ყოთ ფი­ნან­სუ­რად.

ქვეყ­ნი­სა და ის­ტო­რი­ის წი­ნა­შე, და­ნა­შა­უ­ლია გე­ლათ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე დუ­მი­ლი! ხმა ამო­ვი­ღოთ ყვე­ლამ და და­ვიც­ვათ ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, ჩვე­ნი იდენ­ტო­ბა“, - წერს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.