არაბი ადვოკატი რონალდოს ამ ჟესტის გამო მის დაკავებასა და ქვეყნიდან დეპორტაციას მოითხოვს [VIDEO]

არაბი ადვოკატი რონალდოს ამ ჟესტის გამო მის დაკავებასა და ქვეყნიდან დეპორტაციას მოითხოვს [VIDEO]

არაბი ადვოკატი ნუფ ბინ აჰმედი კრიშტიანო რონალდოს დაკავებასა და შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაციას მოითხოვს.

ყველაფერი კი ადგილობრივი პროფესიონალური ლიგის 25-ე ტურის მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, სადაც პორტუგალიელის "ალ ნასრი" გასვლაზე "ალ ჰილალთან" 0:2 დამარცხდა.

შეხვედრის შემდეგ "ალ ჰილალის" ფანები მესის სახელს სკანდირებდნენ, რაზედაც კრიშტიანომ მათ უხამსი ჟესტით უპასუხა, ნუფ ბინ აჰმედმა კი თქვა:

"თუნდაც ჩავთვალოთ, რომ გულშემატკივრებმა რონალდოს პროვოცირება გამოიწვიეს, მისი საქციელი მაინც დანაშაულია.

საჯარო უხამსი ქმედება ისჯება დაპატიმრებითა და დეპორტით, თუ ჩადენილია უცხოელის მიერ.

ამის შესახებ შუამდგომლობას პროკურატურაში შევიტანთ",

- წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.