ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საგზაო პოლიციის უფროსი დაჭრეს - რა მოხდა გაგრაში. ერთ-ერთ კაფესთან

ოკუ­პი­რე­ბულ გაგ­რა­ში ე.წ. საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის უფ­როსს ხა­ჯა­რათ ბგან­ბას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ფეხ­ში ეს­რო­ლეს. ინ­ცი­დენ­ტი გა­სულ შა­ბათს პი­ცუნ­და­ში, კაფე "ტე­რა­სას­თან“ მოხ­და. ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა "აფ­სნიპ­რე­სი“ წერს. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ცნო­ბა მათ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­უ­დას­ტუ­რეს. უწყე­ბამ მი­ხე­ილ ბარ­ცი­ცას წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ორი მუხ­ლით - ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, გა­და­ცე­მა, რე­ა­ლი­ზა­ცია, შე­ნახ­ვა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, ან ტა­რე­ბა. ბრალ­დე­ბუ­ლის და­სა­კა­ვებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. და­შა­ვე­ბუ­ლი გაგ­რა­ში, ცენ­ტრა­ლურ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სხვა დე­ტა­ლე­ბი არ ვრცელ­დე­ბა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საგზაო პოლიციის უფროსი დაჭრეს - რა მოხდა გაგრაში. ერთ-ერთ კაფესთან