"ძმები და დედიკო ახლა ანასტასიას ელოდებიან. ერთად რომ მოიყრიან თავს, მერე დაკრძალავენ"

0 +A −A შოვის ტრაგედიის ექო სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება ბევრ ჩვენგანს. ამ დროისთვის 29 გარდაცვლილია ნაპოვნი, 4-ს ეძებენ. შოვში რჩება გიო დუდაშვილი, რომელშიც თითქოს ყველას ტკივილი გაერთიანდა. მას სტიქიამ მთელი ოჯახი წაართვა (მეუღლე ნატო ჭელიძე, შვილები: ლუკა, ანდრია და ანასტასია) და მხოლოდ შვილის თოჯინა დაუტოვა. საზოგადოება შეძრა კადრებმა სტიქიის ზონიდან, სადაც ამ თოჯინით ხელში მაშველებს ესაუბრება. სოფელ ღარის რწმუნებული ონში, ლევან არჩვაძე: - ნატო ჩვენს სოფელში გაზრდილი გოგონა იყო, ძალიან თბილი და კეთილი. ზოგადად, მთელი ოჯახი მოსიყვარულე ხალხია. ნატოს და-ძმა ჰყავს. აქამდე ეს ხალხი ბედნიერი იყო, ხარობდნენ ნატოს ანგელოზებით. ულამაზესი ბავშვები ჰყავდა ამ გოგოს, ახლა კი არ ვიცი, რა ვთქვა, რა უნდა ვუთხრა ამ ოჯახს, ყველა მათ ჭირისუფალს, ვინც აქ დაიღუპა... მთელი რაჭა თითქოს სიკვდილმა დაამუნჯა. შოვი შესძულდა ხალხს. ადრე ადგილობრივებისათვის ეს ადგილი უძვირფასესი იყო, მაგრამ ახლა ხალხი ამბობს, შოვისკენ აღარასოდეს მივიხედავთ, იქ სიკვდილიაო. ნატო ჭელიძის ერთ-ერთმა ახლობელმა ჩვენთან ხანმოკლე საუბარი შეძლო: - საუბარი მართლაც მიჭირს. ამ ტრაგედიის დროს მივხვდი, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვისას, თითქოს, თავადაც კვდები. ნატო ისეთი გოგო იყო, ისეთი სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებდა ირგვლივ ყველას, რომ მასზე როგორ არ ვთქვა რამე… ალბათ, შოვი იყო მისი ბედისწერა. ჯერ ბავშვობიდან არ შორდებოდა აქაურობას. თავად სოფელ ღარში დაიბადა და ცხოვრობდა, მაგრამ შოვში მისი მამიდის ოჯახია. ნატოს შოვი და მამიდა იმდენად უყვარდა, სულ მამიდასთან იყო. ბავშვობა შოვში გაატარა, შოვში გაიცნო მეუღლეც - გიო, ღირსეული და კარგი ადამიანი. გიო განადგურებულია. მასზე ღირსეულ და ერთგულ ადამიანს, მასზე თავდაჭერილს, იშვიათად ნახავთ. უსაზღვროდ უყვარდა ცოლ-შვილი. ბავშვები თბილისში დაიბადნენ, მაგრამ ზაფხულს რაჭაში ატარებდნენ. ნატო ამბობდა, ამაზე ლამაზ და ჯანმრთელ ადგილას სად წავალთო! ნატო ძალიან კარგი დედა იყო, სულ შვილებზე ფიქრობდა: ბავშვები თბილისში, ბინაში რომ არიან გამოკეტილები, იმიტომ ხდებიან ასე ხშირად ავად. აუცილებლად შოვში უნდა ავიყვანო, გალაღდებიან, ირბენენ, შოვის სიჯანსაღეც მთელი წელიწადი გაჰყვებათო. თქვა და გააკეთა… მაგრამ აი, რით დამთავრდა ყველაფერი. - არ ვიცი, როგორ მოგისამძიმროთ, რა სიტყვებით. ან იმ კაცს რა ანუგეშებს, შვილს შოვში მაშველებთან ერთად რომ დაეძებს. - მეც არ ვიცი, რა ვთქვა… სიტყვები ვერ აღწერს, რაც მისი დანახვისას მემართება. არ მინახავს მწუხარების ასე ღირსეულად გაძლება. ძმები და დედიკო ახლა ანასტასიას ელოდებიან. ერთად რომ მოიყრიან თავს, მერე დაკრძალავენ. ანგელოზები ცაში წავიდნენ, სადაც ყველა წავალთ, ადრე თუ გვიან. იქ მარად ერთმანეთის გვერდით იქნებიან. გიომ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, მის ანგელოზებს ყველაზე მეტად ეს ენდომებათ. ( სპეციალურად საიტისთვის) ავტორი: ეთერ ერაძე ავტორის სხვა სტატიები მისწერე ავტორს Tweet მკითხველის კომენტარი (0) კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. იყავი პირველი! გააკეთე კომენტარი რედაქტორის რჩევით ქართველების წარმატება უკრაინელებმაც გაიმეორეს - როგორ აუფეთქეს რუსეთს ღრმა ზურგში "ავიამზიდების მკვლელი" 21.08.2023 "ბევრი პრობლემა მქონდა... შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ მამაჩემი ტელევიზიის დამფუძნებელი იყო და კარგად ვიყავით, მაგრამ ასე არ იყო" - თეონა აქუბარდია მშობლებსა და ნაადრევად შექმნილ ოჯახზე 21.08.2023 რუბრიკის სხვა სიახლეები "ჩემი ძმა შეიპარა აეროპორტში და რუსეთის ბალანსზე მყოფი ვერტმფრენი მოიტაცა" - შავი პოლკოვნიკი:გმირი მფრინავი კახეთიდან 23.08.2023 "მკაცრად ვიყავი გაფრთხილებული, რომ ადგილობრივებისგან საკვები არ მიმეღო, დიდი იყო ალბათობა, ტიფი დამმართოდა" - ქართველი ფოტოგრაფის მოგზაურობა ამაზონის ჯუნგლებში 23.08.2023 "ყველაფრისთვის მზად ვარ, აქა ვარ, არსად არ მივდივარ...ვემსახურები საქართველოს" - თეა გოდოლაძის კომენტარი 22.08.2023 "ვრცელდება ინფორმაცია თითქოს უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების ევაკუაცია არ ხორციელდება" - რა ვიდეოს ავრცელებს ვიქტორ წილოსანი? 22.08.2023 გარ­და­იც­ვა­ლა ახალ­გარზდა ქი­რურ­გი ჯურ­ხა ნა­დი­რა­ძე 22.08.2023 მოზაიკა ლუკა ნაჭყებია დაინიშნა - ვინ არის ცნობილი შეფის რჩეული? 21.08.2023 "გარშემო ყველა ჩემს პირად ოპერატორს ეპრანჭება..." - ნუკი კოშკელიშვილი ქმარ-შვილთან ერთად საქართველოში ისვენებს 21.08.2023 „ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს“ 21.08.2023 გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა სამხედრო „რუს დეზერტირთა დესანტს“ ლარსიდან საქართველოში გამოსაქცევი გზა თავად პუტინმა გადაუკეტა 31.07.2023 გადამწყვეტ კონტრიერიშზე გადასვლა „ქალაქების სარაკეტო ომის“ ფონზე 31.07.2023 სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების წინ რუსეთი ისევ ყარაბაღელი სომხების „აჯანყებას“ გეგმავს? 29.07.2023 ფოტოგალერეა შოვი, ბილი ბილიხოძის ფოტოები გამოკითხვა თქვენი აზრი მნიშვნელოვანია! გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, ვის მისცემთ ხმას 2024 წლის არჩევნებში? გადაწყვეტილი მაქვს არ მაქვს გადაწყვეტილი ხმის მიცემა დღის კითხვადი სტატიები "შოვი იყო მისი ბედისწერა, აქ გაიცნო მეუღლე... გიომ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, მის ანგელოზებს ყველაზე მეტად ეს ენდომებათ" 22-08-2023 რას წერს გია ხუხაშვილი თეა გოდოლაძესთან დაკავშირებულ სკანდალზე, რომელსაც პროკურატურა ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს 22-08-2023 რუსი ოკუპანტების სანგრებზე იერიშებისას ხელის ტყვიამფრქვევები უკრაინელების მთავარ იარაღად გადაიქცა... 22-08-2023 "სულ მაბრაზებდა და ასე გავუკე

"ძმები და დედიკო ახლა ანასტასიას ელოდებიან. ერთად რომ მოიყრიან თავს, მერე დაკრძალავენ"