პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ - ოჯახი ახალგაზრდას 1 თვეა ვერ უკავშირდება

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. როგორც ოჯახის წევრებმა "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, დაკარგულია 32 წლის ტარიელ შონია. ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს უკვე ერთი თვეა ვერ უკავშირდებიან და არც მისი ადგილსამყოფელი იციან. ტარიელ შონია პოლონეთში 1 წელია სამუშაოდ იმყოფება. დის ინფორმაციით, შონია საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა, ოჯახმა ბილეთისთვის ფულიც გაუგზავნა, თუმცა ამ დღის შემდეგ მას ვერ პოულობენ

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ - ოჯახი ახალგაზრდას 1 თვეა ვერ უკავშირდება