გიგა ჭიკაძის შთამბეჭდავი დაბრუნება - ქართველმა მებრძოლმა ალექს კასერესი დაამარცხა
სინგაპურში ახლახან დასრულდა ქართველი მებრძოლის, გიგა ჭიკაძისა და ამერიკელი ალექს კასერესის დაპირისპირება. თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, გიგა შთამბეჭდავად დაბრუნდა და 3-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მოწინააღმდეგე დაამარცხა. გიგამ ბოლო ბრძოლა 2022 წლის იანვარში გამართა, სადაც კელვინ კატართან დამარცხდა. მას შემდეგ, ის ტრავმებს იშუშებდა. კასერესს ბოლო 2 ბრძოლაში 2 გამარჯვება ჰქონდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიგამ განაცხადა, რომ დაბრუნდა და მომავალი ბრძოლა დეკემბერში სურს
