❤️????„გიორგი სორბონის უნივერსიტეტის სტუდენდტი იყო, სოფი სწავლის გაგრძელებას აშშ-ში გეგმავდა “ - საქობოს საჯარო სკოლა სოფო და გიორგი ყარალაშვილებს ემშვიდობება

შოვის სტიქიამ დიდი მწუხარება მოგვიტანა. დავკარგეთ საქობოს საჯარო სკოლის საამაყო კურსდამთავრებულები გიორგი და სოფი ყარალაშვილები – ყოველმხრივ განათლებული, ნიჭიერი, ერუდირებული და მიზანდასახული ახალგაზრდები“, – საქობოს საჯარო სკოლა შოვში გარდაცვლილი და-ძმის, სოფო და გიორგი ყარალაშვილების შესახებ წერს და მათ ემშვიდობება. „გიორგი სორბონის უნივერსიტეტის სტუდენდტი იყო, სოფი სწავლის გაგრძელებას აშშ-ში გეგმავდა. გიორგი???? სოფი???? სიცოცხლეზე შეყვარებულები ნაადრევად გადახვედით მარადისობაში და თან გაიყოლეთ ოჯახის, მეგობრების, აღმზრდელი მასწავლებლების, თანაკლასელების, ახლობლების გულწრფელი, უანგარო სიყვარული და მრავალი თბილი მოგონება დაგვიტოვეთ. ხანმოკლე ცხოვრებით იცხოვრეთ, მრავალი მიზანი და ოცნება დაგრჩათ განუხორციელებელი. ჩვენი საიმედო მომავალი იყავით. მშვიდობით ჩვენო საამაყო და საყვარელო ახალგაზრდებო! თქვენ მუდამ იცოცხლებთ ჩვენს გულებში!“, – წერია ინფორმაციაში.