სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა - დაიღუპა 12 ადამიანი .

თურქეთში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში მოხდა. მედიის ინფორმაციით, ავტობუსი ხევში გადავარდა. "იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა", - წერს ადგილობრივი მედია. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა - დაიღუპა 12 ადამიანი .