სრული სიგიჟე ნეაპოლში - რა ვიდეოს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია "იუვენტუსთან" გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

გუშინ, 23 აპრილს, სერია A-ს 31-ე ტურში, "ნაპოლი" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა და მეტოქე 1:0 დაამარცხა, რითაც ჩემპიონობისკენ და ნანატრი სკუდეტოს მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

შუაღამისას ნეაპოლში ფეხბურთელებს აეროპორტში ათასობით გულშემატკივარი დახვდა.

"პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ თავის "ინსტაგრამგვერდზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ აღნიშნავენ ფეხბურთელები ავტობუსის სახურავზე უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს 78 ქულით ლიდერობს. "პარტენოპეის" ჩემპიონობის მოსაპოვებლად 5 ქულა სჭირდება, თუმცა არსებობს შანსი, რომ სპალეტის გუნდმა სკუდეტო მომდევნო ტურშივე გაინაღდოს, იმ შემთხვევაში, თუ ნეაპოლელები "სალერნიტანას" დაამარცხებენ და "ლაციო"

"ინტერთან" გამარჯვების მოპოვებას ვერ შეძლებს.