კვარაცხელია გენიალური ფეხბურთელების გვერდით - საქართველომ გეოგრაფია გაზარდა - ყველასათვის ამაღელვებელი ამბავი!..

კვარაცხელია გენიალური ფეხბურთელების გვერდით - საქართველომ გეოგრაფია გაზარდა - ყველასათვის ამაღელვებელი ამბავი!..

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია! ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ აღიარებას ველოდით, თუმცა ისეთივე ემოციებით შევხვდით, როგორც მოულოდნელ ინფორმაციას. ეს ყველასათვის ამაღელვებელია ამბავია. ტოპლიგაში პირველივე სეზონში "კვარამ" ყველაფერი შეძლო და ევროპა აალაპარაკა - თვალისმომჭრელი დრიბლინგები, არაორდინალური გადაწყვეტილებები, გენიალური საგოლე პასები და ისეთი გოლები, როგორებიც "სასუოლოსთან" თუ "ატალანტასთან" ვნახეთ...

Sportall.Ge

რის გამოც ქართველი გულშემატკივრები ნერვიულობენ, ეს "მშრალი" სერიაა, რომელიც ბოლო დროს ქართველ გარემარბს აქვს, თუმცა იმ სატურნირო უპირატესობაში, რაც ლუჩანო სპალეტის გუნდმა მოიპოვა და ჩემპიონობა ადრევე გაინაღდა, "კვარადონას" დიდი

წვლილი აქვს შეტანილი - 33-წლიანი ლოდინის შემდეგ ნეაპოლში სკუდეტო დაბრუნებულია!

სერია "ა"-ს საუკეთესო ფეხბურთელს 1997 წლიდან ასახელებენ. გეოგრაფია ახლა საქართველომ გაზარდა, ხვიჩა კვარაცხელია კი გენიალური ფეხბურთელების გვერდით აღმოჩნდა.

Sportall.Ge

გამარჯვებულთა სია ქვეყნების მიხედვით:

იტალია (8): მანჩინი, ვიერი, ტოტი, ბუფონი, კანავარო, პირლო, ჯილარდინო, ბონუჩი;

არგენტინა (3): ტევესი, მილიტო, იკარდი;

პორტუგალია (2): რონალდო, ლეაო.

Sportall.Ge

საფრანგეთი (2): ზიდანი, ტრეზეგე;

ბრაზილია (2): რონალდო, კაკა;

ჩეხეთი: ნედვედი;

შვედეთი: იბრაჰიმოვიჩი;

ბელგია: ლუკაკუ;

საქართველო: კვარაცხელია.