და სადაა კვარაცხელია? - სერია A-მ სეზონის ნომინანტები დაასახელა

და სადაა კვარაცხელია? - სერია A-მ სეზონის ნომინანტები დაასახელა
სერია A-მ სეზონის მიხედვით ყველა პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელის და საუკეთესო 23-წლამდელის ნომინაციაზე პრეტენდენტები დაასახელა, რომელთა შორის არ არის "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია. კვარაცხელია სადებიუტო სეზონში იტალიის ჩემპიონატზე სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო მოთამაშედ და სავარაუდოდ, სეზონის MVP გახდება.

მეკარე: მიკელე დი გრეგორიო (მონცა), ივან პროვედელი (ლაციო), ლუკაშ სკორუპსკი (ბოლონია)

მცველი: თეო ერნანდესი (მილანი), ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ ჯე (ორივე ნაპოლი)

ნახევარმცველი: ადრიენ რაბიო (იუვენტუსი), ნიკოლა ბარელა (ინტერი), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო)

თავდამსხმელი: რაფაელ ლეაო (მილანი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
 
საუკეთესო 23-წლამდელი: ტომაზო ბალდანცი (ემპოლი), ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა)