ოზურგეთში მამამ შვილი მოკლა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში მამა-შვილს შორის კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. 50 წლამდე შვილის მკვლელობისთვის, 82 წლის კაცია დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, მამამ შვილს რამდენიმე ტყვია ესროლა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. როგორც ,,პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109 და 236 -ე მუხლებით დაიწყო

ოზურგეთში მამამ შვილი მოკლა.