კაცს, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ქობულეთში, ზღვაში ძაღლების გადასარჩენად შევიდა და დაიღუპა, ძეგლი დაუდგეს

კაცს, რო­მე­ლიც 3-ბა­ლი­ა­ნი შტორ­მის დროს ქო­ბუ­ლეთ­ში, ზღვა­ში ძაღ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვი­და და და­ი­ღუ­პა, ძეგლი და­უდ­გეს. ძეგლი ამ დღე­ებ­ში გა­იხ­სნე­ბა. "ქო­ბუ­ლეთ­ში სა­დღაც ორი წლის წინ ადა­მი­ან­მა თავი ძაღ­ლე­ბის­თვის გა­წი­რა, ზღვა­ში შე­ვი­და და ვე­ღარ გა­მო­ცუ­რა, ეს ადა­მი­ა­ნი ქო­ბუ­ლე­თე­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო, ავ­თან­დილ ცხვე­დი­ა­ნი. ქო­ბუ­ლეთ­ში ასე­თი სი­ა­მა­ყის სა­ხე­ლი დაგ­ვი­ტო­ვა. ერთ-ერ­თმა სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ამ ქო­ბუ­ლეთ­ში მას ძეგლი და­უდ­გა, რო­მე­ლიც ამ დღე­ებ­ში სა­ჯა­როდ გა­იხ­სნე­ბა" - წერს რუსო და­ვი­თა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. შე­გახ­სე­ნებთ, შემ­თხვე­ვა 2019 წლის 5 აგ­ვის­ტოს მოხ­და. 51 წლის კაცი, ავ­თა­ნილ ცხვე­დი­ა­ნი ზღვა­ში ძაღ­ლე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვი­და. რო­გორც მის­მა მე­გო­ბარ­მა პა­ა­ტა ქუ­თე­ლი­ამ AMBEBI.GE-ის გა­ნუ­ცხა­და, ცხვე­დი­ან­მა ერთი ძაღ­ლის გა­დარ­ჩე­ნა მო­ას­წრო, მე­ო­რეს­თან ერ­თად კი და­ი­ღუ­პა. ასე­ვე იხი­ლეთ

კაცს, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ქობულეთში, ზღვაში ძაღლების გადასარჩენად შევიდა და დაიღუპა, ძეგლი დაუდგეს