კვიპროსში, 20 წლის ბრიტანელი გოგონას ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით, ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

კვიპ­რო­სის პო­ლი­ცი­ამ ხუთი ის­რა­ე­ლე­ლი ტუ­რის­ტი და­ა­კა­ვა - მათ ჯგუ­ფუ­რი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა ედე­ბათ ბრა­ლად. შემ­თხვე­ვა პო­პუ­ლა­რულ კუ­რორტ აია ნა­პა­ში მოხ­და. 20 წლის ბრი­ტა­ნე­ლი ქა­ლის მტკი­ცე­ბით, ხუთ­მა მა­მა­კაც­მა ის სას­ტუმ­როს ოთახ­ში ძა­ლით წა­იყ­ვა­ნა, შემ­დეგ კი მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და. კვიპ­რო­სის პო­ლი­ცია ქა­ლის ვი­ნა­ო­ბას არ ასა­ჯა­რო­ებს. საქ­მე­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი უკვე და­ა­კა­ვეს. ხუთ მა­მა­კაცს ( 19-20 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი), ფა­მა­გუს­ტას რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ქალს არას­დროს შეხ­ვედ­რი­ან და ჯგუ­ფუ­რი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბას უარ­ყო­ფენ.