2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით, წმინდანად შეირაცხა არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) და მას ეწოდა ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელი-სალოსი, მისი ხსენების დღედ გარდაცვალების დღე, 2 ნოემბერი, დაწესდა

სალოსს ყველა ვერ გაუგებს, თუ სარწმუნოება გაქვს, მის ნათქვამს მიხვდები სალოსს ყველა ვერ გაუგებს, თუ სარწმუნოება გაქვს, მის ნათქვამს მიხვდები 17.01.2013 20 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით, წმინდანად შეირაცხა არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) და მას ეწოდა ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელი-სალოსი, მისი ხსენების დღედ გარდაცვალების დღე, 2 ნოემბერი, დაწესდა. "მრავალი ადამიანია მომსწრე არქიმანდრიტ გაბრიელის (ურგებაძე) ცხოვრების დროინდელი და მისი გარდაცვალების შემდგომ აღსრულებული სასწაულებისა. მათ მიმართეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არქიმანდრიტ გაბრიელის კანონიზაციის საკითხზე. წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა: წმინდა სინოდი ითვალისწინებს მის ცხოვრებას, სასწაულებს, რომლებიც აღესრულება მის საფლავზე, და საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას, და ერთხმად ადგენს: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) აღიარებულ იქნეს წმინდანად", - ნათქვამია განჩინების ტექსტში, რომელიც საპატრიარქოს პრესსამსახურმა გაავრცელა. ამავე განჩინებით, მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნება (სავარაუდოდ, შობის მარხვის შემდეგ და საჯაროდ გამოცხადდება) და მის ნეშტს გადაასვენებენ სამთავროს ტაძარში. დაიწერება წმინდა არქიმანდრიტის ხატი, მისი ცხოვრება და ტროპარ-კონდაკი. ამ დიდებულმა ამბავმა თითქოს გაალღო ის დაძაბული ატმოსფერო, რაც ჩვენს ქვეყანაშია და საყოველთაო სიხარულით გააერთიანა საქართველოს მკვიდრნი და უცხოეთში გადახვეწილი ქართველები. ყველანი მადლიერების გრძნობით ავივსეთ წმინდა სინოდის, ჩვენი ტკბილი პატრიარქის მიმართ, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და დიდი სიხარული, დიდი ნუგეში მიანიჭეს ჩვენს ერს. სხდომის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მიბრძანდა, ახალშერაცხული წმინდანის, წმინდა არქიმანდრიტ გაბრიელის საფლავი მოილოცა და მონასტრის წევრებს დღევანდელი დღე მიულოცა, შეკრებილ მრევლს მცირე სიტყვით მიმართა: "მინდა გახაროთ დიდი სიხარულით - ეს ერთი საათია დამთავრდა წმინდა სინოდის სხდომა და მამა გაბრიელი შეირაცხა წმინდანად. მისი სახელი იქნება ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი. შეგეწიოთ მამა გაბრიელის ლოცვა-კურთხევა, ჩვენთან არს ღმერთი!" ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა კი ბრძანა: "ეს არის უდიდესი მოვლენა ჩვენი ერის ცხოვრებაში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ XX საუკუნის ამ უმძიმეს ხანაში, როდესაც იდევნებოდა რწმენა, ჩვენს ეკლესიაში ცხოვრობდნენ წმინდანები და ისეთი დიდი წმინდანები, რომლებიც სასწაულებს ახდენდნენ. მამა გაბრიელი მრავალ სასწაულს ახდენდა ცხოვრებაში, გარდაცვალების შემდეგაც და აი, დღეის შემდეგ ჩვენ ველოდებით, რომ იგი უფრო დიდ სასწაულებს მოახდენს ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის დიდი სიხარული სრულიად საქართველოსი, ეს არის სახალხო სიხარული, იმიტომ, რომ მამა გაბრიელი უკვე იყო აღიარებული წმინდანად მთელი ქართველი ერის მიერ. ვულოცავ ქართველ ერს ამ სიხარულს". ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სერაფიმემ (ჯოჯუა) წმინდა გაბრიელის საფლავთან მცირე ქადაგებისას, პარალელი გაავლო მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვასა და წმინდა სერაფიმე საროველის კანონიზაციას შორის და თქვა: "1903 წელს, როდესაც შერაცხეს წმინდანად სერაფიმე საროველი და სინოდმა განიხილა ეს საკითხი, უცბად არ მიიღეს წინადადება. ნიკოლოზ მეორემ გაუგზავნა წერილი სინოდს, სასწრაფოდ შერაცხეთ წმინდანად სერაფიმე საროველიო. ასე მოხდა დღევანდელ დღეს, შესაძლო იყო, გადაგვეტანა ეს საკითხი, მაგრამ უწმინდესმა თქვა, მამა გაბრიელი უკვე არის წმინდანიო. გილოცავთ დღევანდელ დღეს, ნამდვილად დიდი მოვლენაა. წმინდანად შერაცხვის ასეთი მოლოდინი მრევლისა, ქართველი ერისა დიდი ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვის დროსაც კი არ ყოფილა. სერაფიმე საროველი წმინდანად 70 წლის შემდეგ შერაცხეს, ილარიონ ქართველი - თითქმის 100 წლის მერე, მამა გაბრიელი კი 18 წლის შემდეგ. შეგვეწიოს მისი ლოცვა. ღირსი მამა გაბრიელის ლოცვით, როგორც ის ბრძანებდა, საქართველო გაძლიერდება, გამთლიანდება და ჩვენ ამას მოვესწრებით. ახლო მომავალში დადგინდება მისი საფლავის გახსნის დღე. ესეც სასწაულია. როგორც თვითონ იყო უცნაური, ისე უცნაურად მოხდა მისი წმინდანად შერაცხვა და მოხდება აღმოყვანება. თქვენ იცით, რომ ეს ქართული ტრადიცია არ არის, თვით დიდი დავით აღმაშენებლის წმინდა ნაწილებიც არ არის აღმოყვანილი. მაგრამ მამა გაბრიელის შემთხვევაში, თვითონ როგორც იყო უცნაური, ასე უცნაურად და საყვარლად გადაბრძანდება სამთავროს ეკლესიაში". ამის მერე უწმინდესი, მღვდელმთავრებთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში მიბრძანდა და "ყველასთვის და ყველაფრისათვის" სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. "ჩვენ ბევრი წმინდანი გვყავს, მაგრამ მამა გაბრიელი განსაკუთრებულია, განსხვავებულია", - ბრძანა უწმინდესმა. ჩვენს წერილს ისევ პატრიარქის სიტყვებით დავასრულებთ: "ვმადლობთ უფალს, რომ მან საქართველოს მოუვლინა ახალი წმინდანი. მამა გაბრიელი, რომელსაც ეწოდა აღმსარებელი და სალოსი, მომავალში უფრო მეტად დაეხმარება საქართველოს და ჩვენს ეკლესიას. შეგეწიოთ მამა გაბრიელის ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს. ამინ!" დასასრულ, კიდევ ორი მღვდელმთავრის მოგონება გავიხსნოთ, რომელიც მათ მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვამდე რამდენიმე წლით ადრე გვიამბეს: ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) მოგვითხრო: - 1989 წლის აღდგომის შემდგომი ზატიკი იდგა. მაშინ დავითგარეჯი ჯერ კიდევ მუზეუმ-ნაკრძალად ითვლებოდა, მეც ამ მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელი ვიყავი. მონასტრ

2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით, წმინდანად შეირაცხა არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) და მას ეწოდა ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელი-სალოსი, მისი ხსენების დღედ გარდაცვალების დღე, 2 ნოემბერი, დაწესდა
2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით, წმინდანად შეირაცხა არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) და მას ეწოდა ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელი-სალოსი, მისი ხსენების დღედ გარდაცვალების დღე, 2 ნოემბერი, დაწესდა