პარიზში აფეთქების მუქარის გამო ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია მოხდა

პარიზში აფეთქების მუქარის გამო ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია მოხდა
sainformacio.ge

პა­რიზ­ში აფეთ­ქე­ბის მუ­ქა­რის გამო ეი­ფე­ლის კოშ­კი­დან ევა­კუ­ა­ცია მოხ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფრან­გუ­ლი ტე­ლე­არ­ხი BFM-TV ავ­რცე­ლებს.

პო­ლი­ცი­ა­ში წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბის მუ­ქა­რის გამო ეი­ფე­ლის კოშ­კის სამი სარ­თუ­ლი­სა და მიმ­დე­ბა­რე სივ­რცის ევა­კუ­ა­ცია მოხ­და.

ად­გილ­ზე გამ­ნაღმვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ და ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა და­ხუ­რუ­ლია ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის.

ცნო­ბი­ლია, რომ ევა­კუ­ა­ცია შუ­ა­დღეს და­ახ­ლო­ე­ბით და­ი­წყო და რო­გორც სიფრ­თხი­ლის ზომა ჩა­ტარ­და.

პო­ლი­ცი­ა­ში წყა­როს ცნო­ბით, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რაა, „რო­მე­ლიც, ამის მი­უ­ხე­და­ვად, იშ­ვი­ა­თია”. ამ მო­მენ­ტის­თვის, უც­ნო­ბია აფეთ­ქე­ბის მუ­ქა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ვინ გა­ავ­რცე­ლა.