ლიგის მთავარ დრიბლიორებში - რომელ ადგილზე დაასრულა კვარაცხელიამ ტურნირი

ლიგის მთავარ დრიბლიორებში - რომელ ადგილზე დაასრულა კვარაცხელიამ ტურნირი
  • ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე რეიტინგში მე-8 პოზიციაზეა
  • ის საპასუხო ¼ ფინალების სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ხვიჩა კვარაცხელიასთვის ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა დასრულებულია. მიუხედავად დრამატული გამოვარდნისა, 22 წლის ქართველი გარემარბისთვის სადებიუტო სეზონი უბრალოდ ბრწყინვალე იყო. ბოლო მატჩის შემდეგ ის WhoScored-ის ფეხბურთელთა რეიტინგში ორი საფეხურით დაწინაურდა.

მილანთან 2 მატჩში კვარა მეტოქეებს 16-ჯერ გაცდა. ყველაზე ხშირად მსხვერპლის როლში მილანის კაპიტანი იყო
მილანთან 2 მატჩში კვარა მეტოქეებს 16-ჯერ გაცდა. ყველაზე ხშირად მსხვერპლის როლში მილანის კაპიტანი იყო

მაშ ასე, ხვიჩამ მისთვის პირველ ლიგაზე 9 მატჩი ითამაშა (5 ჯგუფურ ეტაპზე, 4 პლეი ოფში). მის ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე პასია. საგოლე პასების რაოდენობით მას მხოლოდ რეალის ბრაზილიელი ვარსკვლავი ვინისიუს ჟუნიორი უსწრებს (5). 

მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლიმ ვერ დაძლია ორმატჩიან დუელში მილანის წინააღმდეგობა, 1:1 დასრულებულ შეხვედრაში ყველაზე მაღალი შეფასება ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა - 8.16. ამან მისი საშუალო რეიტინგი ლიგაზე 8 მეასედით გაზარდა და 7.58 შეადგინა (სხვათა შორის, სერია A-შიც დაახლოებით ასეთი საშუალო რეიტინგი აქვს - 7.56). 

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]

1. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) – 7.96 (-0.02)
2. ლიონელ მესი (პსჟ) – 7.86 (0)
3. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 7.83 (0)
4. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.79 (-0.14)
5. იოზუა კიმიხი (ბაიერნი) – 7.68 (-0.03)

6. კილიან მბაპე (პსჟ) – 7.60 (0)
7. ფედერიკო ვალვერდე (რეალი) – 7.60 (+0.10)
8. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.58 (+0.08)
9. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 7.56 (0)
10. მეჰდი ტარემი (პორტუ) – 7.48 (0)

ხვიჩას რეიტინგი ვეღარც მოიმატებს და ვერც დაიკლებს, ტოპათეულში კიდევ არიან ფეხბურთელები, რომელთა გუნდებმაც ასპარეზობა დაასრულეს. ასე რომ, ვინისიუსს ერთადერთი სერიოზული კონკურენტი ჰყავს - ამ ტურნირზე უკვე 12 გოლის გამტანი ერლინგ ჰაალანდი. 

ვინი ლიგის საუკეთესო მოთამაშეობის მთავარი კანდიდატია
ვინი ლიგის საუკეთესო მოთამაშეობის მთავარი კანდიდატია

ვის შეუძლია ხვიჩა ათეულიდან ამოაგდოს? სია არცისე დიდია - კევინ დე ბრუინი (7.45), როდრიგო (7.42), მაიკ მანიო (7.34), ქარიმ ბენზემა (7.32) და რაფაელ ლეაო (7.30), თუმცა, როგორც ხედავთ, ქულებში სხვაობა საკმაოდ კომფორტულია ქართველი ფეხბურთელისთვის. ასე რომ, დიდი ალბათობით, ხვიჩა სეზონის ბოლომდე დარჩება ჩემპიონთა ლიგის TOP 10 საუკეთესო ფეხბურთელში. დებიუტანტისთვის ეს საოცარი მიღწევაა. 

საპასუხო 1/4 ფინალების სიმბოლური ნაკრები
საპასუხო 1/4 ფინალების სიმბოლური ნაკრები

???? ხვიჩა კვარაცხელია ლიგაზე საშუალოდ დარტყმების რაოდენობით (4.2) მეორეა რობერტ ლევანდოვსკის (4.8) შემდეგ. საოცარია, მაგრამ ჰაალანდსაც (4.1) უსწრებს. 

???? ხვიჩა ასევე მეორეა წარმატებული დრიბლინგების საშუალო რაოდენობით - 3.9. აქ ლიდერი უკვე ვინისიუსია (4.2), მესამეზე კი რაფაელ ლეაოა (3.7). სხვები ამ სამეულთან ახლოსაც არ არიან - მე-4 ადგილზე ჯამალ მუსიალიაა - 2.7 წარმატებული დრიბლინგით თამაშში. 

???? საშუალოდ 1.9 მნიშვნელოვანი პასით კვარაცხელია ლიგაზე მე-20 პოზიციაზეა. სეზონის მეორე ნახევარში მან ამ კომპონენტში მნიშვნელოვნად მოუმატა. 

???? მილანთან 10 წარმატებული დრიბლინგი ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის პლეი ოფის რეკორდია და მეორე შედეგია ჯგუფური ტურნირის გათვალისწინებითაც. ასევე 10 წარმატებული დრიბლინგი ხვიჩას პირადი რეკორდია. 

???? ხვიჩა მილანთან ორ მატჩში ლიგაზე მეტოქეებს ჯამში 16-ჯერ გაცდა დრიბლინგით. თითქმის ნახევარი მილანის კაპიტან დავიდე კალაბრიაზე მოდის, რომელიც იტალიურმა მედიამ ხვიჩას "დაჭერაში" შეაქო. 

???? ხვიჩა მილანთან საპასუხო მეტოქის საჯარიმოში 19-ჯერ შეეხო ბურთს. ეს ამ სეზონის აბსოლუტური რეკორდია ყველა ფეხბურთელს შორის.  

???? მილანთან 5 მნიშვნელოვანი პასი ამ ეტაპის (საპასუხო მატჩები) საუკეთესო შედეგია ლეროი სანესთან (ბაიერნი) ერთად.