საქართველოში მყოფი უკრაინელები ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავენ - მათ "მშვიდობის ხიდზე" ფლეშმობის ფარგლებში 32-მეტრიანი დროშა გადმოფინეს

მშვი­დო­ბის ხიდ­თან“ უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი დრო­შის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ფლეშ­მო­ბი გა­ი­მარ­თა. ქარ­თველ­მა და უკ­რა­ი­ნელ­მა აქ­ტი­ვის­ტებ­მა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა 32-მეტ­რი­ან უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა "მშვი­დო­ბის ხიდ­ზე“ გად­მო­ფი­ნეს. რო­გორც ფლეშ­მო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, 32 სიმ­ბო­ლუ­რი ციფ­რია და უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლებს ნიშ­ნავს. "დღეს არის უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი დრო­შის დღე, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­შიც აღ­ვნიშ­ნავთ ისე­ვე, რო­გორც მსოფ­ლი­ოს ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში. ეს დღე ძა­ლი­ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და ძვირ­ფა­სია უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის და ქარ­თულ-უკ­რა­ი­ნულ­მა პლატ­ფორ­მამ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ამ ფორ­მით აღგ­ვე­ნიშ­ნა. რა­ტომ 32? - 32 არის უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. თა­ვად უკ­რა­ი­ნა ამ­ბობს, რომ ეს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და მისი გან­მტკი­ცე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და უკ­რა­ი­ნის მე­გობ­რე­ბის გა­რე­შე და რა თქმა უნდა, ამ მე­გობ­რებ­ში სა­ქარ­თვე­ლოც მო­ი­აზ­რე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა, ვი­საც გული შეს­ტკი­ვა და ერ­თად ვიბ­რძვით ამ ომში, შევ­კრე­ბი­ლი­ყა­ვით თბი­ლის­ში და ასე­თი ფორ­მით აღგ­ვე­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი დრო­შის დღე", - გა­ნა­ცხა­და ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა ნინო წით­ლა­ნა­ძემ. ამას­თან, "მშვი­დო­ბის ხიდ­თან“ იმ­ყო­ფე­ბო­და უკ­რა­ი­ნის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ალექ­სან­დრ შულ­გა. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ომის მი­უ­ხე­და­ვად უკ­რა­ი­ნის მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლოს დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი დღე­სას­წა­უ­ლი აღი­ნიშ­ნე­ბა. "ეს დღე აღი­ნიშ­ნე­ბა მთელს მსოფ­ლი­ო­ში დღეს და ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ომის მი­უ­ხე­და­ვად შეგ­ვიძ­ლია ერ­თად შეკ­რე­ბა და ჩვე­ნი მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლოს დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნა. ეს არის პა­ტა­რა ნა­ბი­ჯი, პა­ტა­რა საქ­მე იმის­თვის, რომ დიდი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ვი­პო­ვოთ. გა­მარ­ჯვე­ბას ჩვენ­თვის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმი­ტომ, რომ გა­მარ­ჯვე­ბის გა­რე­შე უკ­რა­ი­ნა არ იარ­სე­ბებს. დღეს, ხვალ და სა­დამ­დეც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ვიბ­რძო­ლოთ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრ შულ­გამ.

საქართველოში მყოფი უკრაინელები ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავენ - მათ "მშვიდობის ხიდზე" ფლეშმობის ფარგლებში 32-მეტრიანი დროშა გადმოფინეს