მანქანა დაუწვეს.

გორში, ბიზნესმენ ვაჟა ბერიანიძეს მანქანა დაუწვეს. ფაქტი ბიზნესმენის საცხოვრებელთან სახლთან, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით ბიზნესმენს ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან დაპირისპირება მოუვიდა - კერძოდ, ისინი ბერიანიძეს ე.წ. დაკრიშვას სთავაზობდნენ, სანაცვლოდ კი მისგან ბიზნესში წილებს ითხოვდნენ, თუმცა უარი მიიღეს. ამ დროისთვის ავტომობილი საპატრულო პოლიციის საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.