სომხეთმა ОДКБ-დან მუდმივი წარმომადგენელი გაიწვია, უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის და კიევში ჩადის ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე, ანა ჰაკობიანი, დღეს კიევში, უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ინიციატივით გასამართ ყოველწლიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" სომხეთის ბიურო ავრცელებს. სომხეთის ლიდერის მეუღლის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია სამიტის ვებგვერდზე ქვეყნდება. ღონისძიების მონაწილეებს გახსნის სიტყვით მიესალმება უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი. წლევანდელ სამიტს ესწრებიან დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, თურქეთის, ესპანეთის, ჩეხეთის, დანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების ლიდერების მეუღლეები, ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, ცნობილი ჟურნალისტები და მსახიობები. წლევანდელი სამიტის თემა ფსიქიკური ჯანმრთელობაა, გაიმართება პანელური დისკუსიები. გარდა ამისა, სომხეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად გაგზავნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში. სავარაუდოდ, ანა ჰაკობიანი ამ დახმარებას კიევს დღეს გადასცემს.

სომხეთმა ОДКБ-დან მუდმივი წარმომადგენელი გაიწვია, უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის და კიევში ჩადის ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე