მესის ისტორიული და რონალდოს შავი დღე - როგორ გადაიწერა 27 მაისს საფეხბურთო ისტორია

მესის ისტორიული და რონალდოს შავი დღე - როგორ გადაიწერა 27 მაისს საფეხბურთო ისტორია

2023 წლის 27 მაისი ლიონელ მესისთვის ისტორიული, კრიშტიანო რონალდოსთვის კი ანტი-რეკორდის დამაფიქსირებელი აღმოჩნდა.

დავიწყოთ არგენტინელით, რომელმაც პსჟ-ისთან ერთად ლიგა 1-ის ჩემპიონის ტიტილი მოიპოვა. კრისტოფ გალტიეს გაწვრთნილებმა "სტრაბურგთან" გასვლაზე ფრედ, 1:1 ითამაშეს, რაც მიზნის მისაღწევად, საკმარისი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ლეომ კარიერაში 43-ე ტროფეი მოიპოვა, რითაც დანი ალვეშს გაუთანაბრდა, რომელიც აქამდე მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელის ტიტულს ისაკუთრებდა.

ამას გარდა, მესიმ "სტრასბურგს" გოლი გაუტანა, რომელიც მის კარიერაში 496-ე აღმოჩნდა და ამით კრიშტიანო რონალდოს გადაასწრო, რომლის ანგარიშზეც 495 ზუსტი დარტყმა მოდის. ამრიგად, არგენტინელი, ტოპ

5 ლიგაში ყველაზე მეტი ბურთის შემგდები ფეხბურთელია.

რაც შეეხება პორტუგალიელს, მისმა "ალ ნასრიმ" "ალ ეტიფაქთან" ფრედ, 1:1 ითამაშა, რითიც საუდის არაბეთის ჩემპიონობის შანსი დაკარგა.

რონალდო ზედიზედ მეორე წელია ტიტულის გარეშე რჩება, ეს კი მისი კარიერის ბოლო 20 წელიწადში პირველად მოხდა.