საბერძნეთში დააკავეს ქართველი შინამოსამსახურე - „მოიპარა სეიფი, სადაც 500 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა ინახებოდა“ ????

საბერძნეთში დააკავეს ქართველი შინამოსამსახურე, რომელმაც მოიპარა სეიფი, სადაც 500 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა ინახებოდა. დანაშაული 2019 წელს მოხდა. ძვირფასეულობის გარდა, სეიფში 8 000 ევროც იყო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. საქმეზე სულ ოთხი პირის (ყველა საქართველოს მოქალაქე) დანაშაული გამოიკვეთა. 27 წლის შინამოსამსახურის გარდა, რომელიც პატიმრობაში რჩება, საქმეში ფიგურირებს სამი მამაკაცი (39, 52 და 46 წლის), რომლებიც ბრალდებულები არიან როგორც ფიზიკურ ძალადობაში, ასევე ქურდობაში თანამონაწილეებად. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დამნაშავეები ბინაში (სალონიკის ცენტრში) კვალის დატოვების გარეშე, შევიდნენ და სეიფი „აწიეს“, რომელიც „ჩატვირთეს“ მანქანაში. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმის გამოძიებას წინ უძღოდა EUROPOL-თან თანამშრომლობა. ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც 46 წლისაა, დააკავეს და აღიარებითი ჩვენების საფუძველზე გაათავისუფლეს შემაკავებელი ორდერით, ხოლო მასთან მყოფი დანარჩენი ბრალდებულები, რომლებიც ამ დრომდე დაკავებულები არ არიან, საზღვარგარეთ გაიქცნენ და მათ მიმართ დაპატიმრების ევროპული ორდერი გამოიცა.