უდიდესი აღიარება - კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია!..
![უდიდესი აღიარება - კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია!..](https://www.sainformacio.website/uploads/images/202306/image_870x_648626a1c9394.jpg)
უეფამ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.
იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზეც გამორჩეული იყო - გაბითურებული "ლივერპულის" მცველები, სადებიუტო გოლი "აიაქსის" კარში, გენიალური საგოლე პასები დი ლორენცოს იმავე ამსტერდამელებთან თუ "აინტრახტთან" მერვედფინალში. "კვარამ" ტურნირზე, სადაც ასპარეზობა მეოთხედფინალში დაასრულა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე მოქმედებაც ჰქონდა.